вторник, 9 сентября 2014 г.

4 დღის რეფლექსია

განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა მეთოდები.ამოვიწერეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი შეფასების  მეთოდები და  შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში. 

воскресенье, 7 сентября 2014 г.

3 დღის რეფლექსია

გავაგრძელეთ მუშაობა ბროშურაზე. სტანდარტიდან, ბლუმის  ტაქსონომიის გამოყენებით  და 21 საუკუნის  უნარ-ჩვევებიდან  დავსახეთ პროექტის  მიზნები , შევიმუშავეთ  მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები.

пятница, 5 сентября 2014 г.

ინტელის კურსი პროექტების სწავლებაში

ვისწავლეთ  პროექტის  გეგმის  შექმნა .გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს.შევქმენით ელექტრონული საქაღალდეები.დავათვალიერეთ სხვისი   პროექტების გეგმები და გაკვეთილების  რესურსები .ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნაზე.

понедельник, 15 апреля 2013 г.


პროექტის სახელწოდება: ,,  ჩვენი თვალით დანახული სამყარო"

პროექტის მთავარი იდეა :  მოსწავლეებმა  შეძლონ სამყაროს მრავალფეროვნების დანახვა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების აღქმა  , ნანახის გაანალიზება.

პროექტის აქტუალობა:        სამყარო მხოლოდ ლამაზი პეიზაჟები როდია.ეს ხომ უმუშევრობა,გაჭირვება,სიღარიბე  და, სამწუხაროდ, ხშირად სისასტიქეც არის.მოსწავლე  პროექტზე მუშაობის დროს შეძლებს ცუდის და კარგის გარჩევას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას.
.
პროექტის მიზნები:პროექტის  მეშვეობით მოსწავლეებში თანაგრძნობის უნარის გამომუშავება და იმავ დროულად მშვენიერების შეგრძნების უნარის გაღვივება.

მონაწილეთა ასაკი: 13- 14 წელი.8კლასი

ვადები / ხანგრძლივობა: 1თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტოსურათები,ფოტოალბომი, კედლის გაზეთები, ვიდეოალბომი.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კედლის გაზეთისათვის საჭირო მასალა:ფორმატი, სახატავი ნივთები.

პროექტის თემის შერჩევა.
პროექტის მსვლელობა[ძირითადი აქტივობები]:კლასის 4 ჯგუფად დაყოფა;
კაპიტნების არჩევა;
1 თვით ადრე დავალებების მიცემა;
ფოტოების გადაღება;თითოეულზე ჩანახატის შექმნა, ახსნა თუ რატომ მოხვდა ეს კადრი მოსწავლის ობიექტივში.
კედლის გაზეთების გამოშვება.
პრეზენტაცია -კონკურსი.
ჟიურის არჩევა.
თითოეული გუნდი წარმოადგენს თავის ნამუშევარს.პრეზენტაციაში მონაწილეობს გუნდის ყველა წევრი. მოსწავლეები წარმოადგენენ ფოტოებისათვის შექმნილ ჩანახატებს  ,თან განმარტავენ თუ რატომ შეაჩერეს თავიანთი ყურადღება კონკრეტულ კადრზე. გაზეთების თემატიკა მრავალფეროვანია:,, გაზაფხული", ,,მზის ჩასვლა", ,,ქართული ხალხური ცეკვა", ,,ტაძარი", ,,ჩემი ქალაქი გუშინ და დღეს", ,,ეკოლოგია", ,,ჩვენი ერთგული მეგობრები(ცხოველები)" და სხვა.
შეფასება: გაზეთის ვიზუალური მხარე, მასში წარმოდგენილი თემატიკის მრავალფეროვნება, კაპიტნების კონკურსი(ჩემს მიერ მიწოდებული უცნობი ფოტოს მიხედვით  ჩანახატის  შეთხზვა).
მზადებისათვის მიცემული დროის მუსიკალურად გაფორმება.
ჟიურის მიიერ შედეგების შეჯამება.
გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,რელიგია, ხელოვნება,  მუსიკა,ბუნება.

პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან ნემსაძე

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: darejannemsadze@gmail.com

პროექტის ვებ- გვერდი/ ბლოგი:dnemsadze.blogspot.com