понедельник, 15 апреля 2013 г.
პროექტის სახელწოდება: ,, ჩვენი თვალით დანახული სამყარო"
პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს მრავალფეროვნების დანახვა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების აღქმა , ნანახის გაანალიზება.
პროექტის აქტუალობა: სამყარო მხოლოდ ლამაზი პეიზაჟები როდია.ეს ხომ უმუშევრობა,გაჭირვება,სიღარიბე და, სამწუხაროდ, ხშირად სისასტიქეც არის.მოსწავლე პროექტზე მუშაობის დროს შეძლებს ცუდის და კარგის გარჩევას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას.
.
პროექტის მიზნები:პროექტის მეშვეობით მოსწავლეებში თანაგრძნობის უნარის გამომუშავება და იმავ დროულად მშვენიერების შეგრძნების უნარის გაღვივება.
მონაწილეთა ასაკი: 13- 14 წელი.8კლასი
ვადები / ხანგრძლივობა: 1თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ფოტოსურათები,ფოტოალბომი, კედლის გაზეთები, ვიდეოალბომი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კედლის გაზეთისათვის საჭირო მასალა:ფორმატი, სახატავი ნივთები.
პროექტის თემის შერჩევა.
პროექტის მსვლელობა[ძირითადი აქტივობები]:კლასის 4 ჯგუფად დაყოფა;
კაპიტნების არჩევა;
1 თვით ადრე დავალებების მიცემა;
ფოტოების გადაღება;თითოეულზე ჩანახატის შექმნა, ახსნა თუ რატომ მოხვდა ეს კადრი მოსწავლის ობიექტივში.
კედლის გაზეთების გამოშვება.
პრეზენტაცია -კონკურსი.
ჟიურის არჩევა.
თითოეული გუნდი წარმოადგენს თავის ნამუშევარს.პრეზენტაციაში მონაწილეობს გუნდის ყველა წევრი. მოსწავლეები წარმოადგენენ ფოტოებისათვის შექმნილ ჩანახატებს ,თან განმარტავენ თუ რატომ შეაჩერეს თავიანთი ყურადღება კონკრეტულ კადრზე. გაზეთების თემატიკა მრავალფეროვანია:,, გაზაფხული", ,,მზის ჩასვლა", ,,ქართული ხალხური ცეკვა", ,,ტაძარი", ,,ჩემი ქალაქი გუშინ და დღეს", ,,ეკოლოგია", ,,ჩვენი ერთგული მეგობრები(ცხოველები)" და სხვა.
შეფასება: გაზეთის ვიზუალური მხარე, მასში წარმოდგენილი თემატიკის მრავალფეროვნება, კაპიტნების კონკურსი(ჩემს მიერ მიწოდებული უცნობი ფოტოს მიხედვით ჩანახატის შეთხზვა).
მზადებისათვის მიცემული დროის მუსიკალურად გაფორმება.
ჟიურის მიიერ შედეგების შეჯამება.
გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,რელიგია, ხელოვნება, მუსიკა,ბუნება.
პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან ნემსაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: darejannemsadze@gmail.com
პროექტის ვებ- გვერდი/ ბლოგი:dnemsadze.blogspot.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий